KA

Jungle

18 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ი, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტს „Jungle“-ს დაეთმობა, რომელიც ლონდონში ბაზირებულმა მუსიკოსებმა Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს.
ბილეთის შეძენა

18 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ი, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტს „Jungle“-ს დაეთმობა, რომელიც ლონდონში ბაზირებულმა მუსიკოსებმა Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს.

Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებული მუსიკოსების პირველი მნიშვნელოვანი კომპოზიცია Busy Earnin’ 2014 წლის აპრილში გამოიცა და მაშინვე მოექცა მსმენელისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. 2018 წელს გამოცემული Casio კი დღემდე ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება და არ კარგავს აქტუალურობას.

აღსანიშნავია, რომ Jungle-ს შემოქმედებაში ელექტრონულ ჟღერადობასთან ერთად აქტიურად გვხვდება ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სემპლინგი, ნეო სოულის და კლასიკური R&B-ს ელემენტები, რაც მათ მუსიკას მეტად მრავალფეროვანს და ორიგინალურს ხდის.

დაარსებიდან დღემდე, ჯგუფი აქტიურად გვხვდება მსოფლიოს ცნობილ ფესტივალებსა თუ საკონცერტო დარბაზებში, რომელთა რიცხს 2024 წელს შეკვეთილი და Black Sea Arena-ც შეუერთდება.

 BSA.ge, TKT.ge/StarringGeorgia
კარების გაღება | 18:00
შოუს დასაწყისი | 21:00

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს OneRepublic, Scorpions და Jungle ეწვევიან.

თარიღი18 აგვ, 2024
locationშეკვეთილი, საქართველო
კატეგორიაკონცერტები
you might be interested in
ყველას ნახვა
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა