KA
Hot Air Balloon in Tbilisi

საჰაერო ბურთი თბილისში

თუ თბილისის დიდ და პატარა ქუჩებს ფეხით მოივლი, არ გეგონოს, რომ ქალაქის ყველა პეიზაჟი უკვე ნანახი გაქვს - უძველესი უბნის შუაგულში, რიყეზე, საჰაერო ბურთი გელოდება, საიდანაც შენ თვალწინ მთელი ქალაქის დაუვიწყარი სანახაობა გადაიშლება.
რეგიონი
თბილისი
რეგიონი
თბილისი

როგორ უნდა მოხვდე თბილისის საჰაერო ბურთში?

რიყე ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანია, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ამჟამად აქ დასასვენებელი პარკია მოწყობილი, რომელიც თბილისის მწვანე სივრცეებს შორის ერთ-ერთი უახლესია. რიყის პარკიდან მტკვარზე გადებული თანამედროვე მშვიდობის ხიდით თბილისის უძველეს უბანში გადახვალ, ხოლო საბაგირო გზას ნარიყალას IV საუკუნის ციხემდე აჰყვები.

თბილისის საჰაერო ბურთიც სწორედ რიყის პარკიდან იღებს სტარტს და 150 მეტრის სიმაღლეზე ადის ჰაერში. კიდევ უფრო მომხიბლავია ის ფაქტი, რომ აფრენა შესაძლებელია როგორც დღის, ისე ღამის საათებში, როცა თბილისი გაჩირაღდნებულია და კიდევ უფრო საოცარი სანახავია.

როგორ მუშაობს თბილისის საჰაერო ბურთი?

საჰაერო ბურთი ჰელიუმის ხარჯზე დაფრინავს, რასაც ხმა საერთოდ არ აქვს. უსაფრთხოების მხრივ კი არაფერი გაქვს სანერვიულო, ბურთი სპეციალური ბაგირით მიწაზეა დაბმული, რაც გარანტიას გაძლევს, რომ საიდანაც აფრინდი, ზუსტად იმ ადგილას დაეშვები. საჰაერო ბურთით სარგებლობა ერთდროულად 30 ადამიანს შეუძლია, ატრაქციაზე კი ქარის პროგნოზის თანამედროვე მოწყობილობაა დამონტაჟებული, რომლის მონაცემებიც განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ბურთი აფრენას. თბილისის სტაბილური ამინდების გათვალისწინებით, იშვიათია, რომ ბურთით სარგებლობა ვერ შეძლო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა