KA
Art Palace – The Georgian State Museum of Theater, Music, Cinema, and Choreography

ხელოვნების სასახლე - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, რომელიც ყველა გემოვნების ტურისტს ხიბლავს. შეუძლებელია თბილისის ძველ უბანში - ჩუღურეთში სეირნობდე და შენი ყურადღება ისლამური გოტიკის სტილში აგებულმა ამ ულამაზესმა შენობამ არ მიიპყროს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ისტორია

XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ გერმანელ უფლისწულს კონსტანტინე ოლდენბურგს ქართველი თავადის ცოლი შეუყვარდა. ოლდენბურგი მაქსიმალურად ცდილობდა აგრაფინა ჯაფარიძის გულის მოგებას და ის მალე ცოლადაც შეირთო, მეუღლეს კი სწორედ ზემოთ ხსენებული დიდებული სასახლე აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ოლდენბურგმა შენობა ცნობილ არქიტექტორს, პავლე შტერნს დაუკვეთა. სასახლე 1882 წელს 6 თვეში აუშენებიათ.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დღეს 

1989 წლიდან ამ შენობაში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ხელოვნების სასახლედ მოიხსენიებენ.

სასახლე-მუზეუმში 10 საგამოფენო დარბაზია. მუზეუმის უნიკალური ექსპონატია ვანში გათხრებისას ნაპოვნი ანტიკური პერიოდის მარმარილოს ნიღაბი; აგრეთვე, XVII საუკუნის სპარსული მინიატიურები; ქართული თეატრის აბრეშუმზე დაბეჭდილი პროგრამები; თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების კოლექციები; ცნობილ ხელოვანთა პირადი არქივები; ფერწერული ტილოები და სხვა. მუზეუმში 300 ათასზე მეტი ექსპონატია, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა   ქართული თეატრის, მუსიკის, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებაზე.

საგამოფენო დარბაზები მუშაობს ყოველდღე, 10:30-იდან 18:00 საათამდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა