KA

ამერიკული პოპ-როკის ვარსკვლავი „One Republic“

10 მაისს, Starring Georgia 2024 წლის შეკვეთილის სეზონს ამერიკული პოპ-როკის ვარსკვლავს „One Republic“ გახსნის.
ბილეთის შეძენა

10 მაისს, Starring Georgia 2024 წლის შეკვეთილის სეზონს ამერიკული პოპ-როკის ვარსკვლავს „One Republic“ გახსნის.


One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 დისკოგრაფიაში მოხვდა.


თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-მ პირველად Human-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურის დროს მოიწვია, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კონცერტი ამჯერად 2024 წლის 10 მაისს გაიმართება. 
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 28 მარტს | BSA.ge, TKT.ge/StarringGeorgia
კარების გაღება | 18:00
ღონისძიების დასაწყისი | 21:00

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს OneRepublic, Scorpions და Jungle ეწვევიან.

თარიღი10 მაი, 2024
locationბლექ სი არენა, შეკვეთილი, საქართველო
კატეგორიაკონცერტები
you might be interested in
ყველას ნახვა
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა